წესები და პირობები

ზოგადი დებულებები

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ჩვენს წესებსა და პირობებს. თუ თქვენ შემოხვალთ ვებ გვერდზე და შეავსებთ განაცხადს, ამით თქვენ ავტომატურად აცხადებთ თანხმობას შემდგომ პირობებზე:

  1. გავეცანი და ვეთანხმები ააიპ „ქართული სტუმართმასპინძლობის ფონდი“-ს (შემდგომში: „ფონდი“) წესებსა და პირობებს, რომელიც დეტალურად განთავსებულია საიტზე ფონდის წესები და პირობები.
  2. ფონდი უფლებამოსილია, დაამუშაოს და გამოიყენოს კომპანიის მიერ გაზიარებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია/ პერსონალური მონაცემები ფონდის მიზნებისათვის, დამატებითი თანხმობის გარეშე. აღნიშნული ინფორმაციის გაზიარების მიზანია, ბენეფიციარების არჩევა ფონდის მიზნებისათვის.
  3. საქველმოქმედო ფონდში განაცხადის შევსება არ გულისხმობს ავტომატურად დახმარების მიღებას. ფონდი იტოვებს უფლებას, დამოუკიდებლად შეაფასოს თითოეული განაცხადი და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება საკუთარი კრიტერიუმებისა და ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით.
  4. ფონდი არ იღებს ვალდებულებას, რომ განაცხადის შემოტანის შემთხვევაში აპლიკანტი აუცილებლად შეირჩევა ან მიიღებს დაფინანსებას. დახმარების გაწევა ხდება ფონდის შიდა პროცედურებისა და ხელმისაწვდომი რესურსების საფუძველზე.
  5. გადაწყვეტილების მიღების პროცესი:
    • ყველა აპლიკანტი განიხილება ფონდის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.
    • ფონდი იტოვებს უფლებას, არ განმარტოს უარის თქმის მიზეზები ან გასაჩივრების უფლება მიანიჭოს აპლიკანტს.
    • განაცხადების განხილვის პროცესი არ წარმოშობს აპლიკანტისა და ფონდის შორის სამართლებრივ ვალდებულებებს.
    • ფონდის გადაწყვეტილება არის საბოლოო და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
    • ფონდი არ აგებს პასუხს აპლიკანტის მიერ განხორციელებულ ხარჯებზე ან სხვა ფინანსურ ვალდებულებებზე, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს განაცხადის შევსებასთან.
  6. დონორთან დაკავშირებული პირობები:
    • იმ შემთხვევაში, თუ ფონდი შეარჩევს აპლიკანტს და დახმარების გაწევა იქნება შეთანხმებული, მხარეებს შორის გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
    • ხელშეკრულების საფუძველზე, ფონდი უფლებამოსილი იქნება, მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს ინფორმაცია მსხვილ დონორს, თუკი ეს არის საჭირო დაფინანსების პროცესში. ინფორმაცია აპლიკანტის შესახებ გადაეცემა მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია ფონდისა და დონორის მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
  7. პირობების მიღება:
    • აღნიშნული პირობების მიღებით, აპლიკანტი ადასტურებს, რომ აცნობიერებს და ეთანხმება მათ.
    • აპლიკანტის მიერ განაცხადის შევსება ნიშნავს, რომ იგი ეთანხმება ფონდის პირობებს, მათ შორის, მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის გადაცემის საკითხებს, საჭიროების შემთხვევაში.
  1. აპლიკანტი, ფონდის მიერ დაწესებული აპლიკაციის შევსებით, ადასტურებს, რომ სრულად ეთანხმება და აღიარებს ზემოთ აღნიშნულ წესებსა და პირობებს.
  2. ფონდი იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და/ან დოკუმენტაცია ბენეფიციარისგან, რომელიც შესაძლოა აუცილებელი იყოს განაცხადის განხილვისა და დამტკიცების პროცესში.
  3. დახმარების გაცემის შემდეგ, ფონდი უფლებამოსილია ბენეფიციარი კომპანიის სავაჭრო სახელი (ბრენდის დასახელება) განათავსოს საკუთარი ვებგვერდის შესაბამის განყოფილებაში, სადაც გამოქვეყნებულია ბენეფიციარების სია.
  4. ბენეფიციარი ადასტურებს და ეთანხმება, რომ მისი სავაჭრო სახელი (ბრენდის დასახელება) შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ინფორმაციული მიზნებისთვის, ფონდის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის მოთხოვნების სრული დაცვით.

საქველმოქმედო ფონდის წესები და პირობები

I. ზოგადი დებულებები

1.1. ფონდის სახელწოდება: ააიპ „ქართული სტუმართმასპინძლობის ფონდი“

1.2. იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, წყნეთის გზატკეცილი, N 65, ბინა N1

1.3. რეგისტრაციის ნომერი: 405754456

1.4. ფონდის მისია: საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება

1.5. ფონდის მიზნები:

  • ნებაყოფლობით და უანგაროდ დახმარებების გაწევა მატერიალური და არა მატერიალური ფორმით, როგორც უშუალოდ ან მესამე პირის მეშვეობით, იმ მიმღები (ბენეფიციარების) პირებისათვის/ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ამ დახმარებას საჭიროებენ;
  • საქართველოში შექმნილი არაპროგნოზირებადი გარემოდან გამომდინარე, დაზარალებული ბენეფიციარი პირებისათვის/ორგანიზაციებისათვის მხარდაჭერა, ფონდში არსებული ფულადი სახსრების გადანაწილებით, იმ მოცულობით და რაოდენობით, რომ შესაძლებელი იყოს საქველმოქმედო მიზნის მიღწევა.
  • სოციალური დახმარება, სოციალური უზრუნველყოფა, სოციალური მომსახურებები;
  • საქართველოში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიმართული პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;
  • ადამიანის უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კულტურა, განათლება, მეცნიერება, სოციალური დაცვა და პირობების გაუმჯობესება;
  • ყველა იმ საქმიანობის განხორციელება, რომელიც ნება დართულია საქართველოს კანონმდებლობით და რომელიც ემსახურება საზოგადოების, ქართული სახელმწიფოს და ეროვნულ ინტერესებს.

II. ფონდის მმართველობა

2.1. დამფუძნებლები                         

ფონდი დაფუძნებულია შემდეგი პირების მიერ:

  • ანა კოშაძე
  • ლაშა ჩაგელიშვილი
  • ვახტანგ კანდელაკი

2.2. მმართველი ორგანო

  • წევრთა საერთო კრება – ფონდის სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო.

წარმომადგენლობა

  • დირექტორი – ფონდის ყოველდღიური ოპერაციების ხელმძღვანელი.

2.3. წევრთა საერთო კრების უფლებამოსილებები

  • ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა
  • ფინანსური ანგარიშგების მიღება და დამტკიცება
  • აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა და კონტროლი

III. ფინანსური საკითხები

3.1. შემოსავლის წყაროები

  • კერძო და კორპორატიული დონაციები
  • გრანტები და სახელმწიფო დაფინანსება
  • საქველმოქმედო ღონისძიებები

IV. დონაციებისა და დახმარების მიღება

4.1. შემოწირულობების მიღება

  • თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ფონდის საბანკო ანგარიშზე: GE46BG0000000606168017
  • ფონდი იღებს როგორც ფულადი, ისე მატერიალური სახის მხარდაჭერას

4.2. დონორების უფლებები

•ხელშეკრულების საფუძველზე, სრული ინფორმაციის მიღება თანხის განკარგვის შესახებ

  • ანონიმურობის დაცვის მოთხოვნა

V. ბენეფიციარების შერჩევა და დახმარების გაწევა

5.1. ბენეფიციარების შერჩევის კრიტერიუმები

  • უნდა აკმაყოფილებდნენ ფონდის მიზნებს
  • საჭიროების დოკუმენტურად დამტკიცება

5.2. დახმარების ფორმები

  • ერთჯერადი ფინანსური დახმარება

VI. კონფიდენციალურობა და მონაცემთა დაცვა

6.1. პერსონალური მონაცემების დაცვა

  • ფონდი იცავს ბენეფიციარებისა და დონორების კონფიდენციალურობას
  • მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა;

VII. ფონდის ლიკვიდაცია

7.1. ლიკვიდაციის პირობები

  • ფონდის საქმიანობის შეწყვეტა შესაძლებელია წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით