შეავსე განაცხადის ფორმა

შევსების ბოლო ვადაა 30 მარტი. შემოსული განაცხადების განხილვის შემდეგ, თქვენი განაცხადის არჩევის შემთხვევაში, მოგწერთ მითითებული ელ.ფოსტის საშუალებით

ტურიზმი

ტურიზმი არის ერთ-ერთი წამყვანი სექტორი, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას და ზრდას. ტურისტების ხარჯები ზრდის უცხოური ვალუტის ნაკადს, რაც დადებითად აისახება ლარის კურსსა და მთლიან ეკონომიკურ სტაბილურობაზე.

სამუშაო ადგილები

სტუმარმასპინძლობის სექტორი ათასობით სამუშაო ადგილს ქმნის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მცირე ტიპის რესტორნები, საოჯახო სასტუმროები და ადგილობრივი საწარმოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სექტორის გაძლიერებაში.

ინვესტიციების მოზიდვა

სასტუმროების, რესტორნების, კაფეების და ტურისტული სერვისების განვითარება იზიდავს როგორც შიდა, ისე უცხოურ ინვესტიციებს. ინვესტიციები ამ სექტორში ნიშნავს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, დასაქმებას და რეგიონების გაძლიერებას, რაც მთლიანობაში ქვეყნის კეთილდღეობას ზრდის.